"რეალმა" მოდრიჩის შემცვლელი იპოვა, ხორვატი გუნდიდან მიდის

13-08-2018, 00:25

მოგეხსენებათ, მილანის "ინტერი" აქტიურად ცდილობს ლუკა მოდრიჩის დამატებას. "სამეფო კლუბი" კი ხორვატი ნახევარმცველის შემცვლელს ეძებს.

ბრიტანული გამოცემა SUN-ის ინფორმაციით, "რეალი" აქტიურად არის დაინტერესებული ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი გამთამაშებლის, კრისტიან ერიქსენის დამატებით.

წყაროს ცნობით, ხუან ლოპეტეგის მოდრიჩის შემცვლელად სწორედ 26 წლის ფეხბურთელი ესახება და მის შესაძენად მზადაა 80 მილიონი ევროც კი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენი "ტოტენჰემის" რიგებს 2013 წლიდან იცავს. მისი დამატებით კი მადრიდის "რეალის" გარდა ასევე კატალონიის "ბარსელონაც" არის დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით