დიდი ტრაგედია, "მილანის" ფეხბურთელის სიცოცხლე საფრთხეშია

18-08-2018, 22:59

"მილანის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის ახალწვეული, ივან სტრინიჩი დროებით კარიერას ასრულებს.

როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ფეხბურთელის გულის პრობლემები გახლავთ. მის სიცოცხლეს ფიზიკური აქტივობის პირობებში საფრთხე ემუქრება.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ 31 წლის მცველმა მთელი სეზონი უნდა გამოტოვოს, რათა სრულად გაიაროს აღდგენითი კურსი. დაბრუნების ზუსტი თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სტრინიჩი "როსონერის" რიგებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით