ესპანური პრესა: კაკაბაძე მადრიდულ კლუბში გადადის

20-08-2018, 13:19

თბილისის "დინამოს" ყოფილი და ამჟამად ესპანური "ხიმნასტიკის" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე პრიმერა დივიზიონის კლუბ "ხეტაფეს" დაუკავშირეს.

"Losotros18.com"-ის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ლეგიონერის "ხიმნასტიკიდან" წასვლის შანსები იზრდება, მადრიდული კლუბი კი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის 1 მილიონ ევროს ამზადებს.

წყარო იმასაც გვაუწყებს, რომ კაკაბაძის ამჟამინდელი კლუბი დაცვის გასაძლიერებლად ქართველის ალტერნატივას უკვე ეძებს და ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიდის.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი "ხიმნასტიკის" რიგებში 2016 წლიდან ირიცხება, თუმცა 2017 წელს "ესბიერგში" იყო განათხოვრებული. 

რაც შეეხება "ხეტაფეს", მადრიდული კლუბი ლა ლიგაში სტაბილურად ასპარეზობს. ახალი სეზონი ამ გუნდმა "რეალთან" მატჩით დაიწყო და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 2:0 დამარცხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით