თბილისის "ნიკე" საქართველოს ჩემპიონია

21-08-2018, 15:23

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 20 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის "ნიკემ" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "ნორჩ დინამოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. 26-ე წუთზე ანგარიში ნიკეს ფეხბურთელმა ანა პოღოსიანმა გახსნა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მარიამ ბასილაძის გოლით შეძლეს. მასპინძელთა მხრიდან კი გამარჯვების ბურთი 84-ე წუთზე თეონა თოდაძემ გაიტანა. მოპოვებული სამი ქულით "ნიკემ" 47 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

"ნიკე" - "ნორჩი დინამო" 2:1

"თბილისი ნიკე": გაბელაია, ეჯიბია, თოდაძე, ნ. დანელია, კოჭლამაზაშვილი, ბოლქვაძე (46 ნარსია), ბებია (90 გოჩელაშვილი), ხანდაზიანი (70 აკობიძე), მწყერაშვილი (60 დიმოპულო), პოღოსიანი

სათადარიგო შემადგენლობა: ჭაბაშვილი, ხარაიძე, სხირტლაძე მთავარი მწვრთნელი: ნინო პასიკაშვილი

"ნორჩი დინამო":
კომლაძე, ქადაგიშვილი, გოგიჩაიშვილი, გურიელიძე, ბაბაიანი, ანთაძე, ბასილაძე, ხარაიშვილი, ჭუჭულაშვილი, ოკჰარა (85 ფეროიანი),ლომთაძე

სათადარიგო შემადგენლობა: მომოტოვა, ელოშვილი, ახობაძე, მოდრეკილაძე, მოზაიძე, ქარდავა

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

მსაჯები: დავით ფიფია, კახა კახაბერი, გურამ ანიაშვილი
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით