"ტორპედო" - "ლუდოგორეცის" შეხედრა Silk Universal-ზე გავა

21-08-2018, 20:47

ხუთშაბათს გაიმართება ევროპის ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა, რომელშიც ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცს" უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, ამ დრომდე ქართული გუნდების საშინაო მატჩებს ევროტურნირებზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებდა. თუმცა, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა.

"ტორპედოსა" და "ლუდოგორეცს" შორის გასამართი პირველი მატჩის ყურება ქართველ გულშემატკივრებს Silk Universal-ის ეთერში შეეძლებათ. რაც შეეხება პირველ არხს, როგორც ცნობილია, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და საბოლოოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მიეცა უფლება შეხვედრის პირდაპირ ეთერში ჩვენების.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. 


 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით