19-08-2023
ვინ შეცვლის რაფინიას "კადისთან" - 4 კანდიდატი
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხვალ ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩი ელოდება, სადაც გუნდი "კადისს" დაუპირისპირდება.
ხვალ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" რაფინიას მოისაკლისებენ. ბრაზილიელმა შემტევმა "ხეტაფესთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი რაფინიას შემცვლელად ამ 4 კანდიდატს განიხილავს:
ფერან ტორესი
ლამინე იამალი
აბდე ეზალზული
ანსუ ფატი
შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "კადისის" ჯახი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები