• 19-08-2023
    ლამინე "ბარსას" 1 თვით დააკლდება - რა არის ამის მიზეზი
    ლამინე "ბარსას" 1 თვით დააკლდება - რა არის ამის მიზეზი
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" 16 წლის სუპერტალანტი, ლამინე იამალი პირველ გუნდში იკიდებს ფეხს. ლამინემ ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ უკვე ითამაშა და ბევრი ვარაუდობს, რომ იგი "კადისთან", მეორე ტურის შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინება.

    აშკარაა, რომ იამალზე ჩავი ერნანდესი დიდ იმედს ამ სეზონშიც ამყარებს, თუმცა გარკვეული პერიოდით იგი "ბლაუგრანას" აუცილებლად დააკლდება.

    ამის მიზეზი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც ნოემბრის დასაწყისიდან 3 დეკემბრამდე გასტანს.

    ინდონეზიაში გასამართ ტურნირზე ამომავალი ვარსკვლავი აუცილებლად გაემგზავრება. 

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ სერხი კონსოლეს ვარაუდით, ლამინე "რეალ სოსიედადთან", "ალავესთან", "რაიო ვალეკანოსთან", "ატლეტიკოსთან" გასამართ მატჩებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 და მე-5 ტურებს გამოტოვებს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ზაფხულში იამალმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

    Facebook კომენტარები