• 19-08-2023
    "ჩავი და პეპი ერთი სკოლიდან მოდიან" - გიუნდოგანის ინტერვიუ
    "ჩავი და პეპი ერთი სკოლიდან მოდიან" - გიუნდოგანის ინტერვიუ

    "ბარსელონას" გერმანელმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა თავის ახალ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა:

    "ძალიან მინდა, რომ ამ სეზონში "ბარსელონას" დასახმარებლად მაქსიმუმი გავაკეთო. წარმატება, მწვერვალზე ასვლა. ეს "ბარსელონას" კულტურაა."

    "ჩავი თავის პოზიციაზე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ალბათ, იგი ყველა დროის 2 ან 3 საუკეთესო ნახევარმცველში შედის. იგი იყო ჭკვიანი ფეხბურთელი და არის ჭკვიანი ადამიანი. მან იცის, რომ ამ პროექტს დრო სჭირდება, თუმცა ჩემგან სრული მხარდაჭერით სარგებლობს."

    "ვფიქრობ, ჩავი და პეპი ერთი სკოლიდან მოდიან. ჩავი პეპის "ბარსას" კაპიტნობდა, ამიტომ მას ჩემზე უკეთ იცნობს."

    "ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტები პეპ გვარდიოლას უკავშირდება. ის არასდროს დამავიწყდება. პეპი ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებული სპეციალისტია. ტაქტიკური თვალსაზრისით, იგი საუკეთესოა. მისგან ბევრი ვისწავლე და მადლიერი ვარ იმ 7 გასაოცარი წლისთვის, რომელთა განმავლობაშიც მასთან ვიმუშავე."

    "პედრი და გავი ძალიან მომწონს. მათ ბევრს ვერ ვესაუბრები, რადგან მხოლოდ ესპანურ ენაზე ლაპარაკობენ, თუმცა მათთან თამაში ძალიან სახალისოა. მაგალითად, პედრი შენ წინ დგება, გიყურებს და ცდილობს, რომ ნებისმიერი გზით დაამყაროს შენთან კომუნიკაცია."

    შეგახსენებთ, რომ ილქაი "ბარსამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. "მანჩესტერ სიტის" ყოფილ კაპიტანს კატალონიურ გრანდში ოფიციალური დებიუტი ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ ჰქონდა.

    Facebook კომენტარები