პარატიჩი: "პოგბა? იმედი ტყუილად გვაქვს"

7-10-2018, 15:41

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა პაულ პოგბას შესაძლო დაბრუნებაც ახსენა რამდენიმე სიტყვა და მილინკოვიც სავიჩიც არ გამორჩენია.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერ "ბებერი ქალბატონის" გენერალური დირექტორი მაროტა აღარ იქნება და მის პოსტს დიდი ალბათბით სწორედ პარატიჩი დაიკავებს.

"გულშემატკივარს პოგბას დაბრუნება სურს, მაგრამ მათთვის გასახარებელს ვერაფერს ვიტყვი. მართალია, რომ მის თავს არეულობაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ მასზე არ ვფიქრობთ, ვერაფერს შეგპირდებით.

"მართალია, ფრანგი ძალიან გვიყვარს, მაგრამ მეეჭვება რამე გამოვიდეს".

"სავიჩი? არც ლაციოსთან დაგვიწყია მოლაპარაკებები. სერგეის აგენტთანაც არ გვისაუბრია. მოდით სიტუაციის დალაგებას დაველოდოთ და დანარჩენ თემებზე უფრო კონკრეულად მერე ვისაუბროთ", - განაცხადა პარატიჩიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით