ოფიციალურად: მარიანო "რეალის" ფეხბურთელია

29-08-2018, 22:15

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა 25 წლის დომინიკელი თავდამსხმელი მარიანო დიასი დაიმატა, რომელიც 7 ნომრიან მაისურს მოირგებს.

მოგეხსენებათ, დიასმა გასული სეზონი ლიონის "ოლიმპიკში" გაატარა. იგი ფრანგულ კლუბს სწორედ მადრიდში გატარებული 5 წლის შემდეგ შეუერთდე. ერთწლიანი პაუზის შემდგომ კი კვლავ "თეთრი" ფორმა მოირგო.

როგორც ცნობილია, "რეალს" დომინიკელი ფეხბურთელის უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა, რაც მადრიდულმა გრანდმა გამოიყენა და დიასის სანაცვლოდ მხოლოდ 23 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელმა "ლიონის" მაისურით გასულ სეზონში 45 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით