• 21-08-2023
    "ჟორჟის შემთხვევაში შემოთავაზებები მატულობს" - "მეცის" პრეზიდენტის განცხადება
    "ჟორჟის შემთხვევაში შემოთავაზებები მატულობს" - "მეცის" პრეზიდენტის განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" შემტევის, გიორგი მიქაუტაძის მომავლის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა გამართული.

    ცნობილია, რომ მისთვის არაერთი ტოპ 5 ლიგის გუნდი იბრძვის. ქართველის მომავალთან დაკავშირებით "მეცის" პრეზიდენტმა ისაუბრა:

    "დიახ, სავარაუდოდ, იუსეფი (მაზიზი) და ჟორჟი (მიქაუტაძე) სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე წავლენ"

    "ჟორჟის შემთხვევაში პროგრესი არის, შემოთავაზებები მატულობს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ კლერმონში ჩვენთან იქნება, რადგან ჯობია მიქაუტაძესთან ერთად ყოფნა, ვიდრე მის გარეშე", - თქვა დრეოსიმ.

    Facebook კომენტარები