მემფის დეპაიმ "მილანს" უარი განუცხადა

2-09-2018, 21:38

"Calciomercato"-ს ცნობით "ლიონისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევმა მემფის დეპაიმ "მილანში" გადასვლაზე უარი განაცხადა.

ცნობილი არ არის, თუ როგორ პირობებს თავაზობდა იტალიური კლუბი ფეხბურთელს, მაგრამ ფაქტია მან საფრანგეთში დარჩენა ამჯობინა.

მემფის დეპაი გასულ სეზონში "ლიონში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადაბარგდა და გუნდის წამყვან პოზიციაზე მალე დაიკავა ადგილი. დეპაიმ 2017-2018 წლებში 51 მატჩი ჩაატარა, მან 22 გოლისა და 17 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ამავე სეზონში ჰოლანდიელის სატრანსფერო ღირებულება 19-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით