• 21-08-2023
    რატომ აღნიშნა პედრიმ გოლი განსაკუთრებულად (ფოტო)
    რატომ აღნიშნა პედრიმ გოლი განსაკუთრებულად (ფოტო)

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში "ბარსელონას" პირველი გოლი პედრი გონსალესის ანგარიშზეა. ესპანელმა ნახევარმცველმა "კადის" 82-ე წუთზე, ილქაი გიუნდოგანის გადაცემის შემდეგ გაუტანა.

    პედრიმ გოლი განსაკუთრებულად აღნიშნა და ააფრიალა მაისური, რომელზეც ეწერა: Fuerza Tenerife

    Fuerza Tenerife-ს თარგმანი ასეთია: "გამაგრდი, ტენერიფე!"

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტენერიფე, რომელიც პედრის მშობლიური კუნძულია, ტყის ხანძარს ებრძვის. უკვე დამწვარია 5000 ჰექტარი, ათასობით ადამიანმა კი საკუთარი სახლი იძულებით დატოვა.

    გასაკვირი არ არის, რომ გონსალესმა პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა, რათა თავისი ხალხისთვის მხარდაჭერა გამოეცხადა.

    Facebook კომენტარები