• 21-08-2023
    ცნობილია: როდის შედგება კანსელუს დებიუტი "ბარსაში"
    ცნობილია: როდის შედგება კანსელუს დებიუტი "ბარსაში"
    Author of the article
    Aa

    ჟოაუ კანსელუს "ბარსელონაში" ტრანსფერი მიმდინარე კვირაში დაიხურება, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.

    კატალონიური გრანდი "მანჩესტერ სიტისთან" შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.

    "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 29 წლის მარჯვენა მცველს ერთსეზონიანი იჯარით დაიმატებენ. 2024 წლის ზაფხულში მათ კანსელუს 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება მიეცემათ.

    "ბარსაში" უნდათ, რომ კანსელუმ 3 სექტემბერს, "ოსასუნასთან", ლა ლიგის ახალი სეზონის მე-4 ტურის ეგიდით გასამართ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

    შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელისთვის ეს ზედიზედ მეორე იჯარაა. გასული სეზონის მეორე ნახევარში ის "ბაიერნში" იყო განათხოვრებული.

    Facebook კომენტარები