ბონუჩი: "ფანტასტიკურია, ყველა მატჩს ვიგებთ"

8-10-2018, 17:28

ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ "მილანში" ერთი სეზონით ყოფნის დროს "ბიანკონერიში" მომხდარ ცვლილებაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"მწვრთნელს ვეთანხმები, კლუბი მომწიფებულია და უფრო ცივსისხლიანი. ეს არის მთავარი განსხვავება, რაც დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე".

"18 თვის მანძილზე მჯერა, რომ კლუბმა სხვა საფეხურზე გადაინაცვლა. ეს გუნდს ახალი სეზონის შედეგზეც დაეტყო - ყველა მატჩს ვიგებთ".

"მადლობა მსურს გადავუხადო თითოეულ მოთამაშეს, მწვრთნელს და გულშემატკივარს, რომელმაც მიმიღო".

"იცით "იუვეს" მთავარი საიდუმლო რა არის? აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელია მოწყურებული ძირითადში თამაშს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. კონკურენცია ძალიან მაღალია, რაც კლუბს ორჯერ უფრო ძლიერს ხდის.

"როგორც ხედავთ ყველა შეხვედრა პირველივე წუთებიდან დავიწყე, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი ხედავს ჩემს შრომას. გაჩერებას არ ვაპირებ. წინ და წინ",  - ამბობს ლეონარდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით