• 22-08-2023
    ლამინე იამალი 25 მილიონ ევროდ შეაფასეს
    ლამინე იამალი 25 მილიონ ევროდ შეაფასეს
    ავტორი
    Aa

    ცნობილმა ვებსაიტმა Transfermarkt-მა "ბარსელონას" 16 წლის გარემარბის, ლამინე იამალის ფასი განაახლა.

    ესპანელი შემტევი ახლა 25 მილიონ ევროდ ფასობს.

    რა გასაკვირია, რომ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის ღირებულებაც ვებსაიტზე 25 მილიონი ევროთი განსაზღვრულა.

    შედარებისთვის, "ბარსას" გერმანელი ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი ამ საიტზე 20 მილიონი ევრო ღირს.

    შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ახალ სეზონში ლამინემ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. "კადისის" წინააღმდეგ ის სასტარტო შემადგენლობაშიც მოგვევლინა.

    Facebook კომენტარები