• 22-08-2023
    ფატის არაფერს დააძალებენ - ანსუს დარჩენა უნდა
    ფატის არაფერს დააძალებენ - ანსუს დარჩენა უნდა

    ჟორჟე მენდეში ამ კვირაში ბარსელონაში გაემგზავრება, - იუწყება Sport.

    პორტუგალიელი აგენტი "ბარსელონას" წარმომადგენლებს თავისი 20 წლის კლიენტის, ანსუ ფატის მომავლის შესახებ გაესაუბრება.

    წყაროს თანახმად, ესპანელ ფორვარდს არც მენდეში დააძალებს რამეს და არც "ბლაუგრანა". თუ ფატის დარჩება უნდა, იგი გუნდში დარჩება.

    ელენა კონდისს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანს შეთავაზებები ინგლისის პრემიერ ლიგიდან აქვს.

    მიუხედავად ამისა, ანსუმანეს წარმატების მიღწევა "ბარსაში" სურს და თუ ძალიან მნიშვნელოვან შეთავაზებას არ მიიღებს, კატალონიაშივე გააგრძელებს კარიერას.

    შეგახსენებთ, რომ ფატიმ ლა ლიგის ორივე ტურში ითამაშა და თავი ჯერ ვერაფრით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები