• 23-08-2023
    აბდე ეზალზულის გეგმები ცნობილია
    აბდე ეზალზულის გეგმები ცნობილია

    კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მაროკოელ ფეხბურთელს, აბდე ეზალზულის ლა ლიგის საწყის 2 ტურში სათამაშო დროდ 68 წუთი მიეცა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Cadena Ser-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აბდეს “ბარსელონაში” დარჩენა სურს, თუმცა ისიც უნდა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

    ფეხბურთელს ჩავისთან გუნდიდან წასვლის სურვილი არ გამოუხატავს. შესაბამისად, "ბლაუგრანა" ფეხბურთელის დატოვებას განიხილავს.

    საგულისხმოა, რომ ეზალზული ლა ლიგის საწყის ტურებში საკმაოდ კარგად გამოიყურება და მშვენიერ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

    ახალგაზრდა გარემარბი "ბეტისს", "ოსასუნასა" და "ბაიერ ლევერკუზენს" დაუკავშირეს.

    Facebook კომენტარები