• 23-08-2023
    მატეუ ალემანი “ბარსელონას” ტოვებს
    მატეუ ალემანი “ბარსელონას” ტოვებს

    მატეუ ალემანი “ბარსელონას” ტექნიკური დირექტორის პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხუან მარტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალემანი “ბლაუგრანას” ტექნიკური დირექტორის პოსტს 2 სექტემბერს დატოვებს.

    ალემანი კატალონიური გუნდის ბოლოდროინდელი ტრანსფერების მთავარი შემოქმედი გახლავთ და მისი გუნდის დატოვება “ბარსასთვის” ძალიან ცუდი ფაქტი გახლავთ.

    ცნობისთვის, ალემანი “ბარსელონაში” 2021 წლიდან მუშაობდა.

    Facebook კომენტარები