• 23-08-2023
    ცნობილია! - რა შემთხვევაში მიიღებს შანსს ფერმინ ლოპესი
    ცნობილია! - რა შემთხვევაში მიიღებს შანსს ფერმინ ლოპესი

    როგორც მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.

    “ბარსელონას” მთავარი მიზანი ჟოაუ კანსელუს დამატება გახლავთ.

    შედეგად, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ კატალონიურმა გუნდმა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელოს.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ “ბარსელონა” ნახევარმცველს არ დაიმატებს, ჩავი ერნანდესი ფერმინ ლოპესის სათამაშო დროს აუცილებლად მისცემს.

    ცნობისთვის, ფერმინ ლოპესმა ამერიკულ ტურნეზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა.

    Facebook კომენტარები