"დინამო არენაზე" დინამო აღარ ითამაშებს

18-09-2018, 16:35

საფეხბურთო კლუბი "დინამო" 1 თვის განმავლობაში "დინამო არენაზე" ვერ ითამაშებს. როგორც ირკვევა, კახა კაჭარავას შეგირდები ეროვნული ლიგის მატჩებს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ. 

აღნიშნული ფაქტის მიზეზი მოედნის საფარია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღდგენით სამუშაოებს ჩაუტარებს. ცნობისთვის, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩზე, რომელიც "ჯვაროსნებმა" ლატვიის წინააღმდგე ჩაატარეს, ნათლად გამოჩნდა, რომ გაზონი ცუდ მდგომარეობაში იყო. 

13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გუნდი ანდორას უნდა დაუპირისპირდეს და სწორედ ამ მატჩისთვის მზადების გამო დინამოელები "მესხზე" გადაინაცვლებენ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით