• 23-08-2023
    მიქაუტაძე "მეცს" მაინც დატოვებს!? - ქართველ ფორვარდს ლონდონში ელოდებიან
    მიქაუტაძე "მეცს" მაინც დატოვებს!? - ქართველ ფორვარდს ლონდონში ელოდებიან

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს არაერთი მსურველი ჰყავს.

    ცნობილო ბრიტანული სააგენტო, HITC-ის ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემი” სკამაკას შემცვლელს ეძებს და მთავარი ვარიანტი სწორედ გიორგი მიქაუტაძე გახლავთ. ლონდონელები ქართველ ფეხბურთელს სტილით კუნ აგუეროს ამსგავსებენ.

    ამავდროულად მარსელის “ოლიმპიკის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, “ლიონის” გულშემატკივრებსაც მოუნდათ გიორგის ტრანსფერი.

    L’equipe წერს, რომ “ლიონის” ფანებს მიქაუტაძის დაბრუნების ოცნება ამ ზაფხულში არ აუხდებათ.

    ფაქტია, რომ “მეცმა” მატის აბლინის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ქართველი თავდამსხმელის “მეცში” დარჩენილი დღეები დათვლილია.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 2 შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო.

    Facebook კომენტარები