• 23-08-2023
    უარი “ლეგიასგან” - ვაკო გვილიას მომავალი ბუნდოვანია
    უარი “ლეგიასგან” - ვაკო გვილიას მომავალი ბუნდოვანია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო გვილია იანვრიდან მოყოლებული უკლუბოდ გახლავთ.

    ვაკომ “რაკუვთან” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

    მას შემდეგ, 29 წლის ქართველი ფეხბურთელი ვარშავის “ლეგიაში” ვარჯიშობდა, თუმცა როგორც პოლონური მედია იტყობინება, “ლეგიამ” ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 29 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას.

    Facebook კომენტარები