მაროტას ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

6-10-2018, 19:49

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური მენეჯერი პეპე მაროტა ახლოსაა კარიერა ლონდონის "არსენალში" გააგრძელოს.

პირადი მიზეზების გამო მაროტამ "ბებერი სინიორა" 25 ოქტომბერს დატოვა, რაც იტალიური ფეხბურთის გრანდის ქომაგებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, "არსენალი" მზადაა მაროტას წელიწადში ხელფასის სახით 3.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გარდა "არსენალისა", გამოცდილი ფუნქციონერის სახელს მილანის "ინტერსაც" უკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით