ვილიანი: "ტიტულს ამ სეზონში აუცილებლად დავიმსახურებთ"

20-09-2018, 13:52

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა, ვილიანმა, ევროპის ლიგის სასტარტო შეხვედრის წინ, ბრიტანულ გავლენიან გამოცემა Marca-სთან, გუნდის გეგმეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, "ჩელსი" ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სალონიკურ გუნდს "პაოკს" დაუპირისპიტდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:55 წუთზე დაიწყება.

"ძალიან რთული და ამავდროულად საინტერესო თამაში გველის. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვსურს, ტურნირი სათანადოდ დავიწყოთ და სამი ქულა დავაგროვოთ".

"ზედიზედ ხუთ მატჩი  მოვიგეთ და მიმაჩნია, რომ თავდაჯერებულობის დონემ ჩვენში საკმარისად აიწია. მიმდინარე სეზონში ბევრი შეგვიძლია და ჩვენი თამაშის დახმარებით ტიტულების მოგებასაც დავიმსახურებთ".

"გვსურს, სეზონი წარმატებული გამოდგეს და ჩვენი მიზანი სწორედ ევროპის ლიგის მოგებაც იქნება, რისთვისაც აუცილებლად თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ".

"ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ ა "ჩელსის" ნაწილი ვარ. ჩემთვის ამ კლუბის ღირსების დაცვა ძალიან დიდი პატივია. ყოველთვის მსურდა ამ გუნდში თამაში და ახლა, მაურიციო სარის მეთაურობით, სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ და მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდს წარმოვადგენ",-ვიტირებს Marca ვილიანს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით