• 23-08-2023
    "ყველაფერს გავაკეთებ "შახტარისთვის" - აზაროვის კომენტარი ტრანსფერის შემდეგ
    "ყველაფერს გავაკეთებ "შახტარისთვის" - აზაროვის კომენტარი ტრანსფერის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    როგორც იცით, ქართველი ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი დონეცკის "შახტარის" რიგებს შეურთდა.

    ტრანსფერის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

    "ვიცი, რამდენად კარგი გუნდია "შახტარი". ჩემმა პირველმა ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. ვაგრძელებ წინსვლას.

    "აქ ჩემი მეგობარი გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობამაც მოახდინა.

    "ტრანფერის წინ, გოჩოლეიშვილმა დამირეკა და აქაურ სიტუაციაზე მიამბო.

    "ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი პლუსი ტექნიკაა, თუმცა გარკვეულწილად ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაც მჭირდება.

    "ომის გამო მეშინოდა თუ არა აქ ჩამოსვლის? ვიცი, თუ რა სიტუაციაა აქ. ამაზე გოჩოლეიშვილმაც მიამბო. კლუბი ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მხარს ვუჭერ უკრაინას და რაც შემიძლება, ყველაფერს გავაკეთებ "შახტარისა" და ჩემი ახალი ოჯახისთვის", - თქვა აზაროვმა.

    Facebook კომენტარები