დე პაიმ "სიტი" დატროლა

20-09-2018, 22:02

ჰოლანდიელი მოთამაშე "მანჩესტერ იუნაიტედში" წელიწად-ნახევარი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბის მიმართ სიყვარული არ განელებია.

"ლიონში" გადასვლის შემდეგ, დეპაი მანჩესტერში პირველად დაბრუნდა და გატანილი გოლით, საკუთარ გუნდს გასაოცარ გამარჯვებაში დაეხმარა.

თამაშამდე მან Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მანჩესტერი კვლავ წითელია.  შეხვედრის შემდეგ კი, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ეს შესანიშნავი გრძნობაა. აქ არასდროს დავმარცხებულვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. ყველამ იცის, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ და აქ გამარჯვება ძალიან მიხარია", - განაცხადა მან.  

ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამჟამად "ლიონში" ასპარეზობს და ჩემპიონთა ლიგაზე "დედაქალაქელები" "ეტიჰადზე" დაამარცხა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით