კეჰილმა შესაძლოა "ჩელსი" იანვარში დატოვოს

22-09-2018, 10:22

ლონდონელთა ცენტრალური მცველმა გარი კეჰილმა შესაძლოა "ჩელსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

გასული 2 სეზონის განმავლობაში კეჰილი"ჩელსის" კაპიტანი იყო, და ხშირ შემთხევაში სასტარტო შემადგენოლბაში იყო, თუმცა კეჰილი მაურისიო მოსვლის შემდეგ მთელი სეზონია სათადარიგოზეა.

"მთელი სეზონის სათადარიგოთა სკამზე გატარება უმძიმესი იქნება, არ მსურს, მომავალზე უნდა ვიფიქრო. ძალიან დიდ პატივს ვცემ კლუბს, მაგრამ ხანდახან ცვლილებების დრო დგება – საფეხბურთო კარიერა ხანმოკლეა.
 
ჩელსიდან წასვლა ამ ეტაპზე გეგმაში არ მაქვს, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ, შესაძლოა ჩელსი იანვარიშივე დავტოვო," – განაცხადა  გარი კეჰილმა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით