სარი: "ლივერპულს" ვერ შევედრებით"

23-09-2018, 22:45

მოგეხსენებათ, "ვესტ ჰემისა" და "ჩელსის" დაპირისპირება ნულოვან ფრედ დასრულდა და მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში "არისტოკრატებმა"  პირველად დაკარგეს ქულები.

თამაშის შემდეგ "ჩელსის" მწრთვნელმა მაურიციო სარიმ პრესკომფერენციაზე აღნიშნულ დაპირისპირებასა და ლივერპურთად დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.

"ბევრი კარგი მომენტი შევქმენით, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. საკმაოდ არადამაჯერებელი თამაში ვაჩვენეთ და არ ვიცი ეს რისი ბრალია, შესაძლოა ევროპის ლიგაზე ჩატარებული მატჩის შემდგომი დაღლილობა ჯერაც ვერ მოვიხსენით და ეს სწორედ ამის შედეგია".
 
„მომავალ კვირას დაძაბული თამაშ გველის, რადგან ძალიან ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით. ბოლო 4-5 წელია კლოპი "ლივერპულში" მუშაობს და ამ დროში გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. ამ მომენტში ისინი ჩვენზე უკეთესები არიან, ჩვენ 40 დღის წინ დავიწყეთ მომზადება, რაც საკმაოდ მცირე პერიოდია.“
 
"ჩვენთვის ჯერ ადრეა. უნდა ვივარჯიშოთ თავდაუზოგავად და ამის ხარჯზე განვვითარდეთ, მომავალ წელს შეიძლება ლივერპულის დონეზე ვიყოთ",-განაცხადა სარიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით