გასპერინი: "ღმერთი ღორია"

24-09-2018, 15:23

"ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპერინიმ "მილანთან" მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მან "სპალთან" დაპირისპირების დროს ემოციები ვერ მოთოკა და ღმერთი ღორად მოიხსენია. 

საგულისხმოა, რომ "ატალანტა" "სპალთან" 2:0 აგებდა, როდესაც იტალიელმა სპეციალისტმა ეს სიტყვები წარმოსთქვა. კამერამ კი,  ყველაფერი დააფიქსირა და მკრეხელური გამონათქვამის გამო დაისაჯა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გამონათქვამების გამო უკვე დაისაჯა კიდევ ერთი ადამიანი ამ სეზონში - "უდინეზეს" ნახევარმცველი როლანდო მანდრაგორა. ამ უკანასკნელმა ღმერთი ძაღლად მოიხსენია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით