• 23-08-2023
    "ბარსელონაში" ბრაზილიის ნაკრებზე გაბრაზდნენ
    "ბარსელონაში" ბრაზილიის ნაკრებზე გაბრაზდნენ

    რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების განაცხადი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის. განაცხადში ვერ მოხვდა "ბარსელონას" მიერ "ატლეტიკო პარანაენსედან" შეძენილი თავდამსხმელი, ვიტორ როკე.

    Sport-ის ინფორმაციით, "სელესაოში" როკეს გამოუძახებლობით უკმაყოფილონი დარჩნენ "ბლაუგრანაში". განსაკუთრებით გაბრაზებული "ბარსას" ახალი სპორტული დირექტორი, დეკუა.

    ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო დინისმა ნაკრებში უხმო რიჩარლისონსა (ტოტენჰემი) და მატეუშ კუნიას (ვულვზი), რომლებსაც 2023 წელს ჯამში 3 გოლი აქვთ გატანილი. შედარებისთვის, როკემ წელს 18 გოლი შეაგდო (24, თუ ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებსაც მივათვლით).

    ამ საკითხზე კამათობენ ბრაზილიაშიც, სადაც ყველას ეგონა, რომ ვიტორი განაცხადში აუცილებლად მოხვდებოდა. რაც შეეხება "ბარსას", მათი უკმაყოფილება "პენტაკამპეონების" ახალი თავკაცისკენაა მიმართული.

    "ლურჯ-ბროწეულისფერნი" როკეს ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეროვნულ გუნდში ყოფნა ვიტორს იმ საჭირო გამოცდილებას შესძენდა, რომელიც მას დაეხმარებოდა უკეთეს ფეხბურთელად და უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. 

    შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფორვარდში კატალონიურმა გრანდმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა. იგი გუნდს 2024 წლის იანვარში შეუერთდება.

    Facebook კომენტარები