"ბენფიკას" მეკარე 18 კლუბს სურს

25-09-2018, 20:32

პორტუგალიური წყაროების ცნობით, 18 სხვადასხვა კლუბი, მათ შორის, პრემიერ ლიგის ბინადრები, "ბენფიკას" მეკარით, ოდისეას ვლაჩოდიმოსით ინტერესდებიან.

"არსენალმა", "მანჩესტერმა", "ლივერპულმა", "ჩელსიმ" და "ნიუკასლმა" სკაუტები გაგზავნეს, რათა 24 წლის მეკარის თამაში ენახათ. ასევე, მისით "ბაიერნი", "ლაიფციგი" და "აინტრახტიც" ინტერესდებიან. გერმანელმა მეკარემ საფეხბურთო კარიერა "შტუტგარტში" დაიწყო, რის შემდეგაც, 2016 წელს "პანათინაიკოსს" მიაშურა.

მიმდინარე წელს, "ბენფიკაში" 2.4 მილიონ ევროდ ჩაირიცხა და პორტუგალიაში ყველა გააოცა. ასევე, მას გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით