"ჩელსი" კვლავ იყიდება

26-09-2018, 15:39

რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი, საფეხბურთი კლუბ "ჩელსის" გაყიდვას კვლავ გეგმავს. როგორც გაირკვა, მან ვიზის პრობლემა ვერ მოაგვარა და ცდილობს, საკუთარი ბიზნესი გადაარჩინოს.

აღსანიშნავია, რომ აბრამოვიჩმა კლუბი 3 მილიარდ ევროდ შეაფასა და დაინტერესებულ პირებს თავიდან იღებს. რომანი ლონდონში გაზაფხულის შემდეგ არ გამოჩენილა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ინგლისსა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, მისი დაბრუნება წარმოუდგენელია.

შეგახსენებთ, რომან აბრამოვიჩი "არისტოკრატების" მფლობელი 2003 წელს გახდა. მან აქამდე შეთავაზებული 1.7 მილიარდი ევრო იუარა. ფაქტია, რომ ის "ლურჯებს" მარტივად არ შეელევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით