კუტრონე ფეხბურთის ლეგენდების წინ

8-10-2018, 10:29

იტალიურ მედიაში საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც 20 წლის ასაკში მყოფ ფეხბურთელთა შორის მატჩში საშუალოდ გატანილი გოლებით "მილანის" ახალგაზრდა ფორვარდი პატრიკ კუტრონე მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზეა. 

"როსონერის" აღზრდილ ფეხბურთელს საშუალოდ მატჩში 0.4 გოლი გააქვს. ამ მხრივ კუტრონე მის ასაკში მყოფ ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც მესი, შევჩენკო, დელ პიერო, ანრი, რონალდო, ტოტი, იბრაჰიმოვიჩი, დროგბა და სხვები არიან.

საინტერესოა, რომ 20 წლის ასაკში ყველაზე მეტი გოლი "მილანის" ყოფილ ფორვარდ ალეშანდრე პატოს ჰქონდა გატანილი. ბრაზილიელს იმდროინდელ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პერსპექტიულ ფორვარდად მიიჩნევდნენ, თუმცა გაუთავებელი ტრავმების შედეგი ყველას კარგად მოგვეხსენება.

იმედი ვიქონიოთ, კუტრონე, რომელიც პროფესიონალური ფეხბურთის დაწყებამდე "მილანის" პრიმევერას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო, პატოს მსგავს გზას არ გაივლის და ბევრად იღბლიანი იქნება.








კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით