ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

1-03-2016, 02:50

footballnews.ge წარმოგიდგენთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლურ გუნდს. <!--more-->სქემა 4–3–3 მეკარე – იკერ კასილიასი იკერ კასილიასი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელმაც ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ასევე კასილიასს ყველაზე მეტჯერ აქვს კარი მშრალად შენახული ამ პრესტიჟულ ტურნირზე. ბოლო ტიტული "ლა დესიმა" კასილიასმა 2014 წელს მოიგო, როდესაც "რეალმა" 4–1 დაამარცხა "ატლეტიკო". ოლივერ კანი, ჯანლუიჯი ბუფონი, ნოიერი, ვან დერ საარი და სხვა არაერთ უმაღლესი დონის მეკარეს უთამაშია და მოუგია ეს ტიტული, თუმცა კასილასის ნაირი წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე არცერთ მათგანს არ აქვს. მარცხენა მცველი – პაოლო მალდინი მალდინის მოხვედრა სიმბოლურ გუნდში რა თქმა უნდა გასაკვირი არავისთვის არ არის. იტალიელს "მილანში" გასაოცარი 25 სეზონი აქვს გატარებული და ამ გუნდთან ერთად 5–ჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული. მალდინის ანგარიშზეა ყველაზე მეტი 8 ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, აქედან კი როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ 5 მოიგო. ცენტრალური მცველი – კარლეს პუიოლი "ბარსელონას" ყოფილი კაპიტანი, კარლეს პუიოლი, თავისი თაობის ერთ–ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. პუიოლი იყო გუნდის ნამდვილი ლიდერი და მოტივატორი. "ბარსელონას" მთავარი ექიმის თქმით, პუიოლი იყო ძლიერი და სწრაფი რეაქციის მქონე ადამიანი. ლეგენდარულ ესპანელს "ბარსელონასთან" ერთად 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოგებული. ცენტრალური მცველი – ალესანდრო ნესტა სიმბოლურში მოხვდა კიდევ ერთი "მილანის" ლეგენდარული მცველი ალესანდრო ნესტა. იტალიელმა ფეხბურთელმა "მილანში" 10 წელი გაატარა და 2–ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება 2003 და 2007 წლებში, ხოლო 2005 წელს დამარცხდა "ლივერპულთან". ნესტა იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ასევე ელეგანტური მოთამაშე. პოზიციის მიუხედავად, ასევე ალესანდროს შესანიშნავად შეეძლო ბურთის კონტროლი. მარჯვენა მცველი – ფილიპ ლამი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია ფილიპ ლამი თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე, მისი საუკეთესო ადგილი დაცვის მარჯვენა ფლანგია. 8 წლის განმავლობაში ლამი ხუთჯერ მოხვდა უეფას სიმბოლურ გუნდში 2006, 2008, 2012, 2013 და 2014 წლებში. 2010 და 2012 წლებში ლამი დამარცხდა ლიგის ფინალში, თუმცა 2013 წელს როგორც იქნა შეძლო გამარჯვება "დორტმუნდის" წინააღმდეგ. ცენტრალური ნახევარმცველი – კლარენს ზეედორფი ზეედორფი, უდიდესი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასაოცარი კარიერა ჰქონდა. ზეედორფს ლიგა მოგებული აქვს 3 სხვადასხვა კლუბში, 1995 წელს "აიაქსში", 1998 წელს "რეალში", 2003 და 2007 წლებში კი "მილანში". 2006–07 წლების სეზონში კი კლარენსი დასახელდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად. ზეედორფი ითვლება ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშეთ. ცენტრალური ნახევარმცველი – ხავი ესპანელი ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი მართლაც ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია. ხავის 4–ჯერ აქვს ლიგა მოგებული, ბოლო ტრიუმფი კი იყო 2015 წელს "იუვენტუსთან", სადაც ის იყო გუნდის კაპიტანი. ასევე ზედიზედ 5 წელი 2008–დან 2012 წლის ჩათვლით ხავი ხვდებოდა უეფას წლის სიმბოლურ გუნდში. თავის ვარსკვლავური კარიერის მანძილზე ხავის 180 საგოლე გადაცემაზე მეტი აქვს გაკეთებული. შემტევი ნახევარმცველი – ზინედინ ზიდანი ზინედინ ზიდანი იყო ცნობილი თავისი ელეგანტურობით, ბურთის კონტროლით და ტექნიკით. ზიდანი ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ზიდანმა 2002 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გაიტანა გოლი "ლევერკუზენის" კარში, რომელიც დღემდე ითვლება ლიგის საუკეთესო გოლად. ცენტრ ფორვარდი – რაული "მადრიდის რეალის" მაისურით რაულმა ჩემპიონთა ლიგა 3–ჯერ მოიგო, 1998, 2000 და 2002 წლებში. დიდი ხნის განმავლობაში რაული იყო ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, თუმცა მესიმ და რონალდუმ შეძლეს ამ რეკორდის გაუმჯობესება. ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირებში 71 გოლით რაული მესამე პოზიციაზეა. მარჯვენა თავდამსხმელი – ლეო მესი ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც "ოქროს ბურთი" 5–ჯერ აქვს მოგებული. ლეო მესი უბრალოდ მოვლენაა. მესი სხვადასხვა წლებში ბევრ პოზიციაზე თამაშობდა, ცრუ ცხრიანზე, თავდამსხმელზე, თუმცა მისი ნამდვილი პოზიცია მარჯვენა თავდამსხმელია. ამჟამად მესი 82 გოლით ჩემპიონთა ლიგის მეორე საუკეთესო ბომბარდირია. 28 წლის ასაკში არგენტინელმა უკვე შეძლო ჩემპიონთა ლიგის 4–ჯერ მოგება და მისი გუნდი მიმდინარე სეზონშიც ფავორიტია ამ ტურნირზე. მარცხენა თავდამსხმელი – კრიშტიანუ რონალდუ კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ის 10–ჯერ მოხვდა უეფას სიმბოლურ გუნდში, ზედიზედ 9–ჯერ 2007–დან 2015 წლის ჩათვლით და 2004 წელს. რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 89 გოლით, ასევე კრიშტიანუს აქვს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი 17 გოლი გატანილი და მიმდინარე სეზონში შანსი აქვს ამ რეკორდის გაუმჯობესების, ამჟამად მის ანგარიშზე 12 გოლია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ყველაზე მეტი გოლის ავტორიც რონალდუა (11). ასევე 2009 წელს "პორტუს" კარში გატანილი გოლი 39 მეტრიდან დასახელდა სეზონის საუკეთესო გოლად. საუკეთესო მწვრთნელი – კარლო ანჩელოტი იტალიელ სპეციალისტს ყველაზე მეტჯერ 3–ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. ორჯერ კარლომ მოიგო "მილანთან" ერთად, ხოლო 2014 წელს "რეალ მადრიდს" მოაგებინა ნანატრი მე–10 ჩემპიონთა ლიგა. ასევე საინტერესოა სათადარიგო ფეხბურთელებიც: ჯანლუიჯი ბუფონი, რობერტო კარლოსი, ანდრეს ინიესტა, რიკარდო კაკა, რონალდინიო, რაიან გიგზი და ანდრეი შევჩენკო. გუნდი კი ასე გამოიყურება: სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE–სთვის მოამზადა დავით ყანჩელმა!


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით