სარი:"ედენ აზარი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია"

29-09-2018, 02:16

ლონდონის "ჩელსის"თავკაცის მაურისიო სარის თქმით, ედენ აზარს საკუთარი პოტენციალი ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია.
 
ამ სეზონში ედენ აზარი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა სარის თქმით, გუნდის 10–იანს მეტი შეუძლია.

"ჩემი აზრით ედენიმსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მჯერა, რომ მას ბევრად მეტი შეუძლია. ვიტყოდი, რომ ახლა ედენი საკუთარი შესაძლებლობების 70–80% აჩვენებს. იმისთვის, რომ ბელგიელის 100% ვნახოთ, ვარჯიშებზე მეტი უნდა იმუშაოს," – თქვა სარიმ.

აქვე შეგახსენებთ,რომ ხვალ ლონდონის "ჩელსი" "ლივერპულს" უმასპინძლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით