ანტონიო კონტე "მილანს" გაწვრთნის?!

29-09-2018, 14:40

იტალიური მედიის ინფორმაციით, ანტონიო კონტე "მილანს" გაწვრთნის. აღსანიშნავია, რომ ის ბოლოს "ჩელსის" დამრიგებელი იყო და თანამემამულე მაურისიო სარიმ შეცვალა. 

როგორც ირკვევა, "როსონერის" ხელმძღვანელებმა ჯენარო გატუზოს გამოსაცდელი ვადა მისცეს. რინოს მოუწევს 3 ტურში დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და სატურნირო ცხრილში სიტუაცია გამოასწოროს. 

თავის მხრივ კონტე მზად არის ლომბარდიული გრანდი ჩაიბაროს და "სან სიროზე" ძველი დიდება დააბრუნოს. შეგახსენებთ, რომ "მილანი" 6 ტურის შემდეგ, 6 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით