ედენ აზარი: "გოლის ასე აღიშვნა უნდა შევწყვიტო"

29-09-2018, 15:19

ბელგიელ ფეხბურთელს, ედენ აზარს გატანილი გოლების აღნიშვნა მედანზე მუხლებით გასრიალებით უყვარს, თუმცა, როგორც ჩანს ამის გაკეთებას აღარ აპირებს. 

"ამას თავი უნდა დავანებო. მუხლები მეწვის, გოლებს ასე აღარ აღვნიშნავ. მოედანზე ეგოისტი არ ვარ. მე განვითარებას ვაგრძელებ", - განაცხადა "ჩელსის" შემტევმა. 

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატების" ათიანმა  თასზე "ლივერპულს" სასწაული გოლი გაუტანა. მან 90 წუთის მიწურულს თამაში საკუთარ თავზე აიღო და ულამაზესი დარტყმა განახორციელა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით