გატუზომ ერარასადმი ინტერესი დაადასტურა

30-09-2018, 12:55

Football Italia გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა გატუზოს ახალი სამიზნეა. იტალიელები დარწმუნებულები არიან, რომ ერერას სულ მალე იხილავენ "მილანის" მაისურში.

2019 წელს ანდერ ერერა "მანჩესტერ იუნაიტედს" აუცილებლად დატოვებს. იწერებოდა იმის შესახებაც, რომ ერერა "წითელი ეშმაკებისგან" ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებდა, თუმცა რამოდენიმე დღის წინა გავრცელებული ინფორამციის მიხედვით კლუბი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. 

ერერასადმი ინტერესი თავად გატუზომაც დაადაასტურა ცოტა ხნის წინ იტალიურ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ანდერს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს. მისი მომდევნო გაჩერება ალბათ "როსონერიში" იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით