• 24-08-2023
    ოფიციალურად: აიმერიკ ლაპორტა “ალ-ნასრის” ფეხბურთელია
    ოფიციალურად: აიმერიკ ლაპორტა “ალ-ნასრის” ფეხბურთელია

    არაბული გუნდები სატრანსფერო ფანჯარაზე დომინირებად აგრძელებენ.

    29 წლის ესპანელი ფეხბურთელი, აიმერიკ ლაპორტი კარიერის “ალ-ნასრში” გააგრძელებს. ინფორმაციას არაბული გუნდი ოფიციალურად ადასტურებს.

    როგორც ირკვევა, “ალ-ნასრმა” “მანჩესტერ სიტის” გამოცდილ მცველში 30 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ცნობისთვის, აიმერიკ ლაპორტმა “მანჩესტერ სიტიში” 6 წელი გაატარა, ესპანელი მცველი “ქალაქელებთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის, არაერთი პრემიერ ლიგის და სხვა მნიშველოვანი ტიტულების მფლობელი გახდა.

    Facebook კომენტარები