"სან ხოსემ" კვლავ მოგებული ხელი წააგო

30-09-2018, 14:09

ქართველების "სან ხოსემ" MLS-ში მორიგი მარცხი განიცადა. ჩვენებურების გუნდი ჰიუსტონის "დინამოს" შეხვდნენ. მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლები 2:0 იგებდნენ. 

მეორე ტაიმში კი, "დინამომ" უპირატესობა მოიპოვა და გურამ კაშიას დაცვის ხაზი 3-ჯერ გაარღვია. აღსანიშნავია, რომ ვაკომ და კაშიამ 90 წუთის განმავლობაში იასპარეზეს. 

31 ტურის შემდეგ "ჯვაროსნებების" წარმომადგენლები ბოლო ადგილზე იმყოფებიან. როგორც ჩანს "სან ხოსეს" ახალი მწვრთნელიც ვერ შველის. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით