პარუნაშვილის ბედი გადაწყვეტილია

30-09-2018, 22:28

ქართველმა ფეხბურთელმა, ლაშა პარუნაშვილმა დანიურ "ესბერგთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი კლუბში 2023 წლამდე დარჩება. 

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯიმი იაკობსენმა განაცხადა, რომ ქართველი ლეგიონერი კარგ ფორმაშია, დანიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰავბეკია. 

საგულისხმოა, რომ ლაშა აღნიშნულ გუნდში შარშან თბილისის "დინამოდან" ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში "ესბერგს"15 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით