ლევან მჭედლიძე : “წაგება უნდა დავივიწყოთ, “რომასთან“ ურთულესი მატჩი გველის“

1-10-2018, 14:13

როგორც, იცით იტალიის მე-7 ტურში, “ემპოლი“ სტუმრად “პარმასთან“ 1:0 დამარცხდა.

"ემპოლის" შემადგენლობაში, მეორე ტაიმში ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ ითამაშა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

"ყველაფერი ჩვეულ სტილში გავაკეთეთ, “მილანთანაც“ ასე ვითამაშეთ, მაგრამ დღეს არ გაგვიმართლა, იღბალიც საჭიროა წარმატებისთვის“

“იმედია მალე სრულ მზადყოფნაში ვიქნები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებ, წაგება ცუდია, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, წინ “რომასთან ურთულესი თამაში გველის და ამაზე უნდა ვიფიქროთ“ - განაცხადა ლევან მჭედლიძემ




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით