სარი: "ლუიზი ისეთი არ ყოფილა როგორსაც ვფიქრობდი"

1-10-2018, 14:25

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწრთვნელმა, მაურციო სარიმ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში გუნდის ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუიზის შესახებ ისაუბრა.

"ლუიზი ბევრად უკეთესია ვიდრე თავიდან მეგონა, ეს აუცილებლად უნდა ვაღიარო. უკეთესი, როგორც ფეხბურთელი და ადამიანიც".

"მისი ტექნიკა ძალიან დახვეწილია, რაც ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიაში კარგად ჯდება. ასევე, ის პირდაპირი ადამიანია, რასაც ძალიან ვაფასებ: როდესაც რაიმეს თქმა უნდა, მოდის და პირდაპირ მეუბნება. იგი ჩემი გუნდის პროტაგონისტია".

აღსანიშნავა, რომ გასულ სეზონში, კონტეს თავკაცობის დროს, ლუიზმა მხოლოდ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც გუნდიდან წასვლას აპირებდა, თუმცა სარის მოსვლის შემდეგ ლონდონში დარჩა. როგორც ჩანს მწრვთნელს და მცველს კარგი ურთიერთობა აქვთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით