დი მარია: "მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

1-10-2018, 19:29

"პსჟ"-ს ერთ-ერთ ლიდერს, კილიან მბაპეს, საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა. მან საფრანგეთის ლიგა 1-თან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. ფრანგი ფეხბურთელის თანაგუნდელმა, ანხელ დი მარიამ, მბაპეს ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა.

"თუ მბაპემ პროგრესი ამ ტემპით განაგრძო, რატომაც არა? გასულ სეზონში მისი პოტენციალი ყველამ კარგად დაინახა. კილიანი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მხოლოდ 19-ის. ამიტომ გამორიცხული არაფერია", – განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ 2017-2018 წლების საუკეთესო ფეხბურთელად, ლუკა მოდრიჩი დაასახელა, ხოლო კილიანი ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით