კალაძესთან ერთად საქარველოში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იმყოფებიან

1-10-2018, 20:44

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ფლორიან მალუდა და კლარენს ზეედორფი რამდენიმე დღის წინ ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ქართველი მეგობარი, თბილისის მერი კახა კალაძეც შეუერთდა.

როგორც გაირკვა, ვარსკვლავური სახეები საქართველოში, კერძოდ ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

3 ოქტომბერს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება. როგორც ცნობილია, არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი არკადი დვორკოვიჩია, რომელსაც "სოკარ ჯორჯიას" პრეზიდენტი მაირ მამედოვი უჭერს მხარს. ზეედორფი და მალუდა კი სწორედ მათი მოწვევით ჩამოვიდნენ.

ლეგენდებთან ერთად ფოტო თბილისის მერმა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ Instagram-ზე გამოაქვეყნა.  კიდევ რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბათუმის "დინამოს" ყოფილმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გაავრცელა.









კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით