ლორიამ რუსეთის ფეხბურთის კავშირს თხოვნით მიმართა

2-10-2018, 18:15

როგორც რუსული ტელეკომპანია  "მუტკო" იტყობინება, "ანჟის" ექს-მეკარე გიორგი ლორია კლუბისგან დავალიანიების ანაზღაურებას ითხოვს.
 
წყაროს მხედვით, "ანჟის" ლორიასთვის 4,5 მილიონი რუბლის გადახდის ვალდებულება აქვს, რაც  დაახლოვებით 99,700 ლარია.

კლუბში ფინანსური პრობლემები ნოემბრიდან დაიწყო, ქართველს კი თებერვლის შემდეგ ანაზღაურება საერთოდ აღარ აუღია.
 
ლორიამ რუსეთის ფეხბურთის კავშირს დახმარების თხოვნით მიმართა.
 
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ "ანჟიში" გასულ სეზონში 13–ჯერ ითამაშა, ახლა კი ლორია უკლუბოდაა და ჯერჯერობით თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით