ანდრე სილვამ თავის წარმატებულ სეზონზე ისაუბრა

3-10-2018, 16:39

"მილანის" საკუთრებაში მყოფმა და "სევილიაში" იჯარით მოთამაშე პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ანდრე სილვამ თავის გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"არ ველოდი, თუ სეზონი ასე წარმატებით დაიწყებოდა და ამ ეტაპზე 7 გოლის გატანას მოვახერხებდი. მოედანზე თავს არაჩვეულებრივად ვგრძობ და მსურს მადლობა გადავუხადო როგორც მწვრთნელს, ისევე თანაგუნდელებს".

"სევილიაში" ვთამაშობ, თუმცა "მილანს" ვეკუთვნი მომდევნო წლის ივნისამდე. ფეხბურთი ფეხბურთია და ყველა კლუბი ერთმანეთისგან განსხვავდება, ასეა ამ შემთხვევაშიც".

"არ ვიცი, რა მოხდა შარშან "როსონერში", ამ ყველაფერზე პასუხები არ მაქვს. უბრალოდ ახლა კარგად ვარ, გოლები გამაქვს და მსურს გუნდს მომავალშიც აქტიურად დავეხმარო. რაც შეეხება "მილანს", ჯერ იქ დაბრუნება გამორიცხული არაა". - განაცხადა ანდრე სილვამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით