ნეიმარმა მესის სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა

3-10-2018, 18:16

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რომელსაც "ბარსელონა" ლონდონში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართავს, კატალონიელთა ლიდერმა ლეო მესიმ სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტო განათავსა.

სურათზე ჩანს, როგორ მიემართება არგენტინელი ფორვარდი ინგლისის დედაქალაქში მოახლოვებული მატჩის ჩასატარებლად.

მესის აღნიშნულ ფოტოს მისი ყოფილი თანაგუნდელი, "პარი სე-ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი გამოეხმაურა.

"ასეთი ლამაზი ჯერ მე არ მინახიხარ" , - წერს ნეიმარი.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით