გატუზომ იგუაინი იბრაჰიმოვიჩს შეადარა

3-10-2018, 22:31

ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, რომლის მიხედვითაც "მილანს" სურს 37 წლის შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიმატოს.

ამ თემაზე კომენტარი "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ გააკეთა.

"ტრავმების შემდგომ ასე კარგად დაბრუნება, არცთუ ისე მარტივია. ეს ყველაფერი ზლატანის პროფესიონალიზმზე მიგვანიშნებს."

"თუმცა, ახლა მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე შემიძლია საუბარი, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ვფიქრობ, იგუაინს თავისი ოსტატობის წყალობით შეუძლია ისეთივე წარმატებული თავდამსხმელი იყოს, როგორიც იბრაჰიმოვიჩია." - აცხადებს გატუზო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით